ამ გვერდის ამობედვა

გორი-ქარელის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა

ავტობანის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა.

დაშავებულები სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორისა და ქარელის საავადმოყოფოებში გადაიყვანეს.

დაშავებულთა შორის ერთი ქვეითია, ოთხი კი ავტომანქანების მგზავრია.

შემთხვევა ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

შეჯახების შედეგად ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

წაკითხვა 216 ჯერ