ამ გვერდის ამობედვა

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერი ღვაწლმოსილ და წარმატებულ პედაგოგებს შეხვდა

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ღვაწლმოსილ და წარმატებულ პედაგოგებს შეხვდა.


ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, 6 ამაგდარ პედაგოგს გადაეცა პერსონალური სამკერდე ნიშანი, ხოლო წლის საუკეთესო პედაგოგებს , ქალაქის სხვადასხვა სკოლებიდან, სიგელები და ფულადი ჯილდო.


"მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ ჩვენს პედაგოგებს!


ტრადიციულად აღვნიშნეთ ეს დღე და ქუთაისის სკოლების ათეულობით გამორჩეულ მასწავლებელს შეხვედრა მოვუწყვეთ.


საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი ხანგრძლივი და განსაკუთრებული წვლილისთვის სამკერდე ნიშნები გადავეცით 6 ამაგდარ პედაგოგს, ასევე დავაჯილდოეთ წლის საუკეთესო პედაგოგები. ვისაუბრეთ წარმატებებსა და გამოწვევებზე, რომლებსაც ერთად და ღირსეულად დავძლევთ.

 

მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს ამ მუხლჩაუხრელი შრომისთვის. მათ ყოველთვის ექნებათ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა!"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

წაკითხვა 196 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 05 2022

სიახლეები