ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის აეროპორტი ორი კვირით იკეტება

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენი ბილიკის რემონტთან დაკავშირებით დღეიდან 24 ოქტომბრამდე დაიკეტება,- ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრეს-სამსახურში აცხადებენ.

აეროპორტის 2,5 კილომეტრიანი ასაფრენი ბილიკის გეგმური რემონტი ოქტომბერშია გაწერილი. გაერთიანებამ ტენდერი 8 მლნ ლარზე უკვე გამოაცხადა. რემონტი მთლიანად კომპანიის შემოსავლების ხარჯზე გაკეთდება.


აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანიები, რომლებიც ქუთაისში მუშაობენ, დროებით თბილისიდან იფრენენ.


კერძოდ, ავიაკომპანია Flyarystan იფრენს კვირაში შვიდი სიხშირით, Wizz Air - კვირაში 39 რეისს შეასრულებს. კომპანია Wizz Air Abu-Dhabi კვირაში ოთხ რეისს შეასრულებს. რაც შეეხება ავიაკომპანია „ბელავიას", ის დაგეგმნილს კიდევ სამ რეისს დაამატებს ბათუმის აეროპორტიდან.

 
უფრო ადრე აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ განაცხადა, დაგეგმილია აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი 2,5 კმ სიგრძის ბოლოკის სრული რეაბილიტაცია.

წაკითხვა 211 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 10 2022

სიახლეები