ამ გვერდის ამობედვა

სენაკის მუნიციპალიტეტში სატვირთოს და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარია მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

დაშავებულები სასწაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკში კლინიკა ,,სენამედში“ გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი საშუალო სიმძიმის.

 

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

წაკითხვა 234 ჯერ