მესხიშვილის თეატრში "მედეას" პრემიერა სრული ანშლაგით შედგა
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში ავსტრიელი პოეტის, მწერლისა და დრამატურგის ფრანც გრილპარცერის (1791 – 1872) ტრილოგია ,,ოქროს საწმისის“ მიხედვით სპექტაკლი ,,მედეა“ გაიმართა, რომელმაც მაყურებელთა დიდი მოწონება და ოვაცია დაიმსახურა.
ტრაგედია ორ მოქმედებიანია და ის რეჟისორ გოგა თავაძეს ეკუთვნის.
ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის უმცროს ასულ მედეას არგონავტების წინამძღოლი იასონი(იაზონი) შეუყვარდა და დახმარება გაუწია მას "ოქროს საწმისის" მოტაცებაში, დიდმა ძველბერძენმა ტრაგიკოსმა მწერალმა - ევრიპიდემ(ძვ.წ. 480-406), თავის უკვდავ ტრაგედიაში "მედეა" სიყვარულით დაბრმავებული სამშობლოსა და მამის მოღალატე, შვილების მკვლელ, შურისმაძიებელ ქალად წარმოსახა.
ფრანც გრილპარცერის ,,მედეა“ მითიური კოლხი გრძნეული ქალის ბედისწერის და ტრაგიკული ცხოვრების წარმოჩენის მცდელობაა. ლიტერატურულ შედევრად აღიარებული, კლასიკური მასშტაბების ტრაგედია, რომელიც გვიყვება, თუ როგორ ანგრევს ბედნიერებას და ცხოვრებისეულ წონასწორობებს ღალატი საკუთარი პრინციპებისა.
ინსცენირება და რეჟისურა გოგა თავაძე.
მონაწილეობენ: ელზა სულაძე, გიორგი შალამბერიძე,ზვიად სვანაძე, დავით როინიშვილი, სოფიო ჩირაძე, ალექსანდრე ფურცხვანიძე, ინგა კაკიაშვილი, გელა ებანოიძე, გოჩა ნემსიწვერიძე, თამთა გაბუნია, ანა ჩოგოვაძე, ნანცო ცხვირავაშვილი, ნანუკა კუპატაძე, სულხან გოგოლაშვილი, იოანე იმედაძე, კოტე რობაქიძე, ნიკოლოზ მაღლაკელიძე, ამიკო ბოდოკია.
მხატვარი:ანა კალატოზიშვილი.
კომპოზიტორი:დავით თავაძე.
ქორეოგრაფი:შოთა ჯიშკარიანი.
ტექნიკური რეჟისორები:ინგა მესხორაძე,ვახტანგ ამანათიძე.
„მედეას“ საპრემიერო ჩვენება 19, 21 მაისს 19:00 საათზე შედგება
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე