ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე მე-10 სხდომა გამართა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე მე-10 სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა.


სხდომაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცეს.


საკითხის თანახმად ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის N 359 განკარგულებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცება მოხდა.


ასევე ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №177 განკარგულებაში .


საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2021 – 2024 წლებში დასაფინანსებელი პროექტების მოწონება მოხდა და ცვლილება შევიდა 2021 წლის 27 იანვრის N347 განკარეგულებაში.

წაკითხვა 234 ჯერ

სიახლეები