ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული ,,ზაფხულის ლიდერთა სკოლის“ პირველი ნაკადი ბანაკში გაემგზავრა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული ,,ზაფხულის ლიდერთა სკოლის“ პირველი ნაკადი ბანაკში გაემგზავრა.
„ლიდერთა სკოლის“ მონაწილეები ბაკურიანში ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ბექა ქებულაძემ გააცილეს.
„ლიდერთა სკოლის“ მიზანია შექმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებას, მათი შესაძლებლობების და ლიდერობის პოტენციალის შესაბამისად.
„ქუთაისის მერია ახალგაზრდებს მუდმივად სთავაზობს სხვადასხვა პროექტებს, მათი განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის. ერთ-ერთი ასეთი პროექტია „ლიდერთა სკოლა“, რომელსაც წელიწადში ორჯერ ვაწყობთ ხოლმე და ამ ბანაკების მუშაობაში მონაწილეობენ ჩვენი ქალაქის საუკეთესო ახალგაზრდები.
დღეს ბაკურიანში გავაცილეთ ბანაკის მონაწილეთა პირველი ნაკადი. „ლიდერთა სკოლაში“ მათ ჩაუტარდებათ ტრენინგები პროფესიული ორიენტაციის, ბიზნეს -გეგმის შემუშავების, სოციალური მეწარმეობის, ციფრული მარკეტინგის და პიროვნული განვითარების მიმართულებით.
საინტერესო და მრავალფეროვან დღეებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდებს!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- "ძალადობაა, როცა ზეწოლის გზით გაიძულებენ გაიმეორო მათი „მესიჯები" - კახა კალაძე
- "კანონის გაუქმებას ითხოვენ, რადგან არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა, ეს გასაგებია, თუმცა ვერ იქნება მისაღები ჩვენთვის"
- "მოვუწოდებ სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფ ნებისმიერ პირს, მათ შორის ჩემ დროს დანიშნულს, გააკეთოს სწორი არჩევანი"- მიხეილ სააკაშვილი
- "დარწმუნებული ვარ, ყველა სირთულე, რაც ევროკავშირის განვითარებასთან და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთანაა დაკავშირებული, გადაილახება" - პრემიერი
- "აუცილებლად იქნება ევროპის დღე საქართველოსთვის და ევროპის დღე ბელარუსისთვის" - ზელენსკი