ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისს ახალი ვიცემერი ჰყავს

ქუთაისს ახალი ვიცემერი ჰყავს.

ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მერიის სამსახურების, განყოფილებების, ა(ა) იპების ხელმძღვანელებს და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს ახალი ვიცემერი, დავით ერემეიშვილი წარუდგინა.

 

"ვულოცავ ბატონ დავითს, ის ჩაიბარებს კულტურის, სპორტის, საბინაო სამსახურის მიმართულებებს, ყველა ერთად ვაგრძელებთ მუშაობას ქალაქისთვის,"- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

 

"მინდა მადლობა ვუთხრა იმ გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და მომცა საშუალება რომ ქალაქში კიდევ ბევრი წარმატებული ნაბიჯები გადავდგათ, "- განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა.

 

დავით ერემეიშვილი 2003-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში. ბოლო წლებში კი იგი იყო საქართველოს ბანკის პრობლემური აქტივებისა და რესტრუქტურისაციის დეპარტამენტის რეგიონალური მენეჯერი.

წაკითხვა 723 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 06 2019

სიახლეები