ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის მერმა ქალაქში დაგეგმილი და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მოადგილე იუზა უგულავასთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, ქალაქში დაგეგმილი და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

მიმდინარეობს მდინარე ოღასკურაზე მოაჯირების მონტაჟი და მდინარეზე გადასასვლელი ხიდების შეცვლა.

 

პარალელურად დაიწყო ახალგაზრდობის ქუჩის მე-8 შესახვევის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ივლისის თვეში დასრულდება. სამუშაოებს შპს "გზამშენი-21" ასრულებს, ქუჩის რებილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 267 000 ლარია გამოყოფილი.

 

ასევე აქტიურად მიმდინარეობს გელათის ქუჩის 1-ელ შესახვევში გზის საფარის რეაბილიტაცია, რისთვისაც ბიუჯეტიდან 75 000 ლარი გამოიყო.

 

 

 

წაკითხვა 698 ჯერ