ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მერვე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მერვე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

სამხედრო ლიცეუმი 62-მა კადეტმა დაამთავრა. ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, მერვე გამოშვებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა.

ღონისძიებას ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად შალამბერიძე დაესწრნენ. კურსდამთავრებულთაგან 5 ოქროსა და 4 ვერცხლის მედლის კანდიდატია. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ისტორიაში, წელს პირველად, კურსდამთავრებულებს შორის ექვსი გოგონაა. კურსდამთავრებულთა ნაწილი სწავლის გაგრძელებას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გეგმავს.

წაკითხვა 732 ჯერ