May 19, 2024

"სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არცერთ სხვა ქვეყანას არ დაეკითხება" - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არცერთ სხვა ქვეყანას არ დაეკითხება.

„ჩვენ არ გვეკითხებიან, როცა ურთიერთობას აუმჯობესებენ, მაშინაც კი, როცა ეს ჩვენი ინტერესების ხარჯზე ხდება. ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, მსჯელობისთვის, დიალოგისთვის, მაგრამ ნებართვას არ ვითხოვთ იმასთან დაკავშირებით, ვისთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობები“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთი სუვერენული ქვეყანაა და ამის საფუძველზე აპირებს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას.

წაკითხვა 87 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.