"ბიძინა ივანიშვილის წყალტუბოს აღორძინების პროექტი ადგილობრივი ფერმერებისთვისაც ძალიან დიდი მოტივაციაა"
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის წყალტუბოს აღორძინების პროექტი ადგილობრივი ფერმერებისთვისაც ძალიან დიდი მოტივაციაა.
როგორც შალამბერიძემ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან გამოცემა Entrepreneur Georgia-ს ინტერვიუს კომენტირებისას აღნიშნა, წყალტუბოს აღორძინების პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო წყალტუბოსთვის, არამედ რეგიონისთვის და მთლიანად საქართველოსთვის.
"ჩვენ ახლა შევხვდით ადგილობრივებსაც და როგორც აღნიშნეს, მათთვისაც ძალიან დიდი მოტივაციაა ის, რომ წყალტუბო უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით განვითარდება. როგორც იცით, დასაქმდება 20000-მდე ადამიანი, რეაბილიტაციასთან ერთად დაიწყება ახალი მშენებლობები და მოხდება როგორც წყალტუბოს ეკონომიკურად გაძლიერება, ასევე მთლიანად იმერეთის რეგიონის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განუცხადა ჟურნალისტებს შალამბერიძემ წყალტუბოში, სადაც სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრა გამართა.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გამოცემასთან ინტერვიუში წყალტუბოს აღორძინების პროექტის შესახებ ისაუბრა.
სიახლეები
- "არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს, ან ერთია ან მეორე"
- "სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არცერთ სხვა ქვეყანას არ დაეკითხება" - ნიკოლ ფაშინიანი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისისთვის
- ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
- უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა