ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში ავტოავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. შემთხვევა ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა.

 

ერთ-ერთი ავტომობილი მოცურდა და გაჩერებულ ავტომობილებს შეეჯახა. დამტვრეულია სამი ავტომობილი. ადგილზე სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟებიც იყვნენ.

 

 

ექიმის ინფორმაციით, დაშავებული ახალგაზრდები კლინიკაში გადაიყვანეს, მდგომარეობა მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

 

https://imedinews.ge/ge/

წაკითხვა 611 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 24 2019