ამ გვერდის ამობედვა

"მამამ შემაყვარა ეს საქმე, მისი პროფესია გავაგრძელე" - ვინ არის 70 წლის კაცი, რომელსაც მარტვილში ქრიზანთემების ულამაზესი სათბურები ეკუთვნის

მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­ხა­რე­ბო­ში მცხოვ­რებ­მა 70 წლის ტა­რი­ელ გვა­ლი­ამ 8 ათას კვ/მ ფარ­თობ­ზე 20-მდე სა­ხე­ო­ბის და ფე­რის ქრი­ზან­ტე­მე­ბი მო­ა­შე­ნა.

 

პრო­ფე­სი­ით აგ­რო­ნომ­მა ეს საქ­მე 30 წლის წინ და­ი­წყო. ამ­ჟა­მად მას 15 სათ­ბუ­რი აქვს. ყვა­ვი­ლე­ბი ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე გა­აქვს და არც მყიდ­ვე­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას უჩი­ვის. ტა­რი­ელ გვა­ლია AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რომ ბიზ­ნეს­ში მას­თან ერ­თად მთე­ლი ოჯა­ხია ჩარ­თუ­ლი. აბობს, რომ მათი მოვ­ლა შრო­მა­ტე­ვა­დია და თით­ქმის მთელ დღეს ოჯა­ხის წევ­რე­ბი სათ­ბურ­ში ატა­რე­ბენ. მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლა ტა­რი­ელ გვა­ლი­ამ მა­მის­გან ის­წავ­ლა.

 

 

"მა­მა­ჩე­მი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მუ­შა­კი და მე­ვე­ნა­ხე იყო. მან შე­მაყ­ვა­რა ეს საქ­მე და ბავ­შვო­ბი­დან და­ვინ­ტე­რეს­დი მი­სით. ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და მცე­ნა­რე­ე­ბის მოყ­ვა­ნა, მოვ­ლა. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე, რად­გან ეს სპე­ცი­ა­ლო­ბა მიყ­ვარ­და. ასე გა­ვაგ­რძე­ლე მა­მა­ჩე­მის პრო­ფე­სია. სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რე­ებ­თან ერ­თდად ვუვ­ლი­დი მი­ხა­კებს. თან­და­თან სათ­ბუ­რე­ბიც გა­ვა­კე­თე. ასე და­მიგ­როვ­და 15-20 სათ­ბუ­რი. ახლა რაც გვაქვს, ესე­ნი ყვე­ლა ჰო­ლან­დი­უ­რი ჯი­შია. ახლა რა­საც ვა­კე­თებ, ჩემი ასა­კის კა­ცის­თვის და მთე­ლი ოჯა­ხის­თვის საკ­მა­ოდ კარ­გი და მომ­გე­ბი­ა­ნია. შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა, თუმ­ცა არ არის პრე­ტენ­ზი­უ­ლი მცე­ნა­რე და მისი გამ­რავ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია. მა­ის­ში ვრგავთ და ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში იკ­რი­ფე­ბა, საკ­მა­ოდ ყინ­ვა­გამ­ძლე მცე­ნა­რეა, მი­ნუს 3 გრა­დუსს უძ­ლებს", - ამ­ბობს მცი­რე მე­წარ­მე.

 

 

 

 

 

 

გვა­ლი­ე­ბის სამ სათ­ბურ­ში, ქრი­ზან­თე­მე­ბის გარ­და, ალო­ე­საც ნა­ხავთ. მო­სა­ვა­ლი რო­გორც ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე, ისე სა­ზღვრებს გა­რე­თაც გა­აქვთ. ამას­თან ოჯახს ხე­ხი­ლის სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბაც აქვს, სა­დაც ათა­სო­ბით ძირი ხურ­მის, ალუ­ჩი­სა და ტყემ­ლის ნერ­გი გა­ა­ხა­რეს.

 

 

 

 

 

 

 
 
 

"მო­სა­ვა­ლი ძი­რი­თა­დად ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე იყი­დე­ბა. თუმ­ცა, დიდ ნა­წილს ვაგ­ზავ­ნით რუ­სეთ­ში, სომ­ხეთ­ში და ასე­ვე, პო­ლო­ნეთ­ში. ალო­ეს­სა და ალო­ე­ვე­რას­გან სამ­კურ­ნა­ლო და კოს­მე­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებს ამ­ზა­დე­ბენ. ამ მცე­ნა­რე­ებს თა­ვი­სე­ბუ­რი მოვ­ლა და მოყ­ვა­ნა სჭირ­დე­ბა", - ამ­ბობს ტა­რი­ელ გვა­ლია.

 

 

გვა­ლი­ე­ბი თვლი­ან, რომ სო­ფელ­ში მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვით­რე­ბას ხელ­შე­წყო­ბა სჭირ­დე­ბა და სა­ხელ­მწი­ფომ ამ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 2221 ჯერ