დღეს, საქართველოს უნივერსიტეტი ქუთაისში მდებარე იმერეთის რეგიონულ ოფისში ბიბლიოთეკას გახსნის
დღეს, საქართველოს უნივერსიტეტი ქუთაისში მდებარე, იმერეთის რეგიონულ ოფისში, ბიბლიოთეკას გახსნის.
ეს არის კიდევ ერთი საგანმანათლებლო-სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც იმერეთის რეგიონულ ოფისში სამკითხველო სივრცე მოეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობა დამატებით საგანმანათლებლო ბენეფიტს მიიღებს.
ბიბლიოთეკაში, ძირითადად, წარმოდგენილი იქნება პროფესიული ლიტერატურა, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე. დაინტერესებული პირები გაიღრმავებენ ზოგად თუ პროფესიულ განათლებას და გაეცნობიან თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სახელმძღვანელოებს, ასევე წიგნებს, რომლებიც კარიერულ წინსვლაში ხელს შეუწყობს.
გარდა დარგობრივი ლიტერატურისა, იქნება მხატვრული და საბავშვო ლიტერატურაც. ასევე, სახელმძღვანელოები, რომლებიც განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს მოსწავლეებს (მე-11, მე-12) და მასწავლებლებს. ბიბლიოთეკით სარგებლობა კი შეეძლება ყველას.
თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით ბიბლუსს და საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობას.
პ.ს. საქართველოს უნივერსიტეტი, მუდმივად ცდილობს იყოს პასუხისმგებლობის მქონე კორპორაციული მოქალაქე და მის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტის ლობისტია.
დრო: 15:00 სთ
ადგილი: ქუთაისი, თამარ მეფის 60
სიახლეები
- "პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო"- შსს
- "რაც უფრო გაძალიანდება ხელისუფლება და ივანიშვილი, მით უფრო ცუდად დამთავრდება მათთვის"- გიგი უგულავა
- "მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა" - შსს
- პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო
- "დღეს ამ კანონის მიღება არის ქვეყნის ღალატი!" - ფრიდონ შუბითიძე