ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან სამ გამოჯანმრთელებულ პაციენტს სავარაუდოდ დღეს გაწერენ

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან სამ გამოჯანმრთელებულ პაციენტს სავარაუდოდ დღეს გაწერენ.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.

 

პაციენტების პირველადმა საკონტროლო ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. განმეორებითი ტესტი უკვე გაკეთდა და პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

 

კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით კვლავ 25 პაციენტია მოთავსებული.

წაკითხვა 432 ჯერ