ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ​კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან დღეს სავარაუდოდ ორი პაციენტი გაეწერება.

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, პაციენტებს გამოჯანმრთელებაზე უკვე ჩაუტარდათ განმეორებითი ტესტები და პასუხები უარყოფითია.

 

კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტია მოთავსებული, მათგან ერთი პაციენტი გუშინ მიიღეს. ახალგაზრდა მამაკაცს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის კარანტინიდან არის გადაყვანილი.

 

პაციენტებს შორის ოთხი საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

წაკითხვა 509 ჯერ