ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში, ბუნებრივი აირის მილზე სამუშაოების დროს აფეთქება მოხდა

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის მილზე სამუშაოების დროს აფეთქება მოხდა.

აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლომდებარე სახლი და მანქანა.

 

ადგილობრივების თქმით, ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სამუშაოებს „გაზსერვისი“ ახორციელებდა.

 

მათი თქმით, სავარაუდოდ, პრობლემა უხარისხო მილმა გამოიწვია და მომხდარს შეისწავლიან. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

წაკითხვა 416 ჯერ