ამ გვერდის ამობედვა

მდინარე რიონში 20 წლამდე გოგოს ეძებენ

ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგოს ამ დრომდე ეძებენ.

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველის ინფორმაციით, 20 წლამდე გოგო, ცოტნე დადიანის ხიდის მოაჯირზე იჯდა და ხიდიდან გადავარდა.

 

მდინარეში სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, პროცესში ჩართულია 14 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის 2 მყვინთავი. ორი ნავი და ერთი ექოლოტი, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას.

 

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წაკითხვა 433 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 04 2020