ამ გვერდის ამობედვა

ზესტაფონში ე.წ სტაიანშიკების დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთმა პირმა მეორეს თავში რკინის არმატურა ჩაარტყა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობის სავარაუდო მიზეზად, თანხის გაყოფის დროს წარმოქმნილი უსიამოვნება სახელდება. 

 

ამ დროისთვის ეჭვმიტანილი დაკავებულია. 

მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

წაკითხვა 970 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 14 2018