ამ გვერდის ამობედვა

"ვულოცავთ მთელ ქვეყანას ამ სასიხარულო ამბავს" - საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სოციალურ ქსელში, ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ეხმაურება.

 

"ზაზა გახელაძე თავისუფალია! სულ მალე ის თავის ოჯახს დაუბრუნდება.

 

ვულოცავთ ზაზას, მის ოჯახსა და ახლობლებს, მთელ ქვეყანას ამ მნიშვნელოვან და სასიხარულო ამბავს. 

 

უფალმა დალოცოს ზაზა, მისი კეთილისმსურველნი და ყველა, ვინც წვლილი შეიტანა და ძალ-ღონე არ დაიშურა მის გასათავისუფლებლად" , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

წაკითხვა 398 ჯერ