არ გავხდეთ ფანატიკოსი მღვლდების ნაწილი - მეუფე საბა
ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც აცრის აუცილებლობაზე საუბრობს. მან განმარტა, რომ ვაქცინაციის საკითხი ცდება სასულიერო მოძღვრების ფარგლებს და ის სუფთად სამედიცინო კომპეტენციის სფეროა.
მან მოუწოდა მრევლს, არ გახდნენ იმ სასულიერო პირების პროპაგანდის ნაწილი, რომლებიც მოუწოდებენ ადამიანებს, რომ არ აიცრან.
"როდესაც სასულიერო პირს მისვამ შეკითხვას – აიცრა თუ არ აიცრა, შენ უკვე მცდარ გზაზე დგახარ. მე რატომ მეკითხები აცრის შესახებ, რაც მე არ მეხება. აცრა არ არის რელიგიური საკითხი, არამედ არის მედიკოსების საკითხი. თუ დღეს, მსოფლიოში მედიცინის მუშაკები მოგვიწოდებენ იმისკენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლის საშუალება არის ის, რომ უნდა ავიცრათ, მაშინ უნდა ვუსმინოთ მათ სიტყვას, თუ გვინდა, რომ ჩვენ გადავარჩინოთ ჩვენი ხორციელი სიცოცხლე და არ გავხდეთ იმ ფანატიკოსი მღვდლების პროპაგანდის ნაწილი, რომლებიც მოუწოდებენ ადამიანებს, რომ არ აიცრან და შეიძლება მათი სიცოცხლე ფატალურად დასრულდეს, თუკი მათ დაუჯერებენ. მაცხოვარი სახარებაში ამბობს: ბრმამ ბრმას თუ უწინამძღვრა, ორივენი ჯურღმულში ჩავარდებიან და რა საკითხზე ამბობს მაცხოვარი ამას? ამას ამბობს სულიერებაზე. სასულიერო პირები იმისთვის ვართ, რომ ქრისტე დავანახოთ ადამიანებს და ვისაუბროთ ქრისტეს შესახებ. არ არის ჩვენი საქმე, რომ ვისაუბროთ აცრის შესახებ", - თქვა მეუფე საბამ.
სიახლეები
- "არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს, ან ერთია ან მეორე"
- "სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არცერთ სხვა ქვეყანას არ დაეკითხება" - ნიკოლ ფაშინიანი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისისთვის
- ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
- უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა