ამ გვერდის ამობედვა

ნაირა კალანდიას გარდაცვალების გამო, პატრიარქი მწუხარებას გამოთქვამს

აფხაზეთიდან დევნილი ნაირა კალანდიას გარდაცვალების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მწუხარებას გამოთქვამს.

 

"გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი ქალბატონ ნაირას გარდაცვალების გამო. იგი, შეიძლება ითქვას, იყო ერთგვარი სიმბოლო, ერთი მხრივ, მათი, ვინც აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლი გახდა და, მეორე მხრივ, მათი, ვინც ქართული სულის გაუტეხლობისა და საქართველოს ერთგულების მაგალითად იქცა.

 

იგი დღეს მიებარება მშობლიურ მიწას.

 

ღმერთმა აცხოვნოს და სავანესა მართალთასა დააწესოს სამშობლოსათვის თავგანწირული, ერთგული მამულიშვილის, ქალბატონ ნაირას უკვდავი სული, ხოლო მის ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა," -  აღნიშნულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.

წაკითხვა 529 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 25 2020