April 29, 2024

"დღეს ვფიქრობთ, რაც ხდება, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია, თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა"

წმინდა ბარბარე არის მაგალითი მტკიცე სარწმუნოებისა, ერთგულებისა, ქრისტიანული რწმენისა. პრობლემები მუდამ ყოფილა და იქნება მშობლებსა და შვილებს შორის, აი, დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გახსნას გული და გონება ჩვენი ახლაგაზრდების, ჩვენი ხალხისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.

 ამასთან, ილია მეორეს თქმით, ღვთის გარეშე არაფერი ხდება და უფალს უნდა სთოხვონ, რომ სიმშვიდე იყოს.

 

„ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რაც ხდება, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია, თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა, არაფერი ხდება ღვთის გარეშე, შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა დალოცოს თავისი ერი. ითხოვდეთ და მოგეცეს, ეძიებდით და პოვოთ, აი, დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენით განმტკიცებას, სიმშვიდეს გულში, გონებასა და სულში, დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას.

 

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, არ შეიძლება, რომ ღმერთმა არ შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები, რომ დასწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს, უნდა მიმართოთ და გამომიგზავნოთ მე. მე მაქვს გადაწყვეტილი, როდესაც საკმარისი შეგროვდება, გამოვცეთ წიგნად“, – აღნიშნა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც საზეიმო პარაკლისს იხდის.

წაკითხვა 491 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 17 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.