ამ გვერდის ამობედვა

დღეიდან საქართვლოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოში დღეიდან, 25 აგვისტოდან, დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება.

 

კერძოდ, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე;

 

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში 2 სექტემბერს ბათუმის სტადიონზე დაგეგმილი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კოსოვოს საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება, ისევე როგორც, ყველა სხვა დაშვებული სპორტული ღონისძიება.

 

კვლავ აკრძალულია ფესტივალების, გასართობი და კულტურული ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების გამართვა, ასევე, ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა - ქორწილი, ქელეხი, სხვადასხვა სახის იუბილე და ა.შ.

 

პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.

 

ამასთან, ქვეყანაში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. 

წაკითხვა 149 ჯერ