ამ გვერდის ამობედვა

,,დავბრუნდი საქართველოში, რომ გავაგრძელო სამართლებრივი ბრძოლა იმ უკანონო გადაწყვეტილების გამო, რაც პოლონეთის მთავრობამ ჩემ მიმართ განახორციელა“

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თაობათა დიალოგის" თავმჯდომარე და 350.org-ის წარმომადგენელი საქართველოში ნუგზარ კოხრეიძე პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.

მესამე სექტორის წარმომადგენელი, რომელიც პოლონეთში გაეროს კლიმატის ცვლილებების მოლაპარაკებების კონფერენციაზე დასასწრებად იყო მიწვეული, ქვეყანაში არ შეუშვეს. დაბლოკვის მიზეზად მესაზღვრეებმა მას ის არგუმენტი დაუსახელეს, რომ ნუგზარ კოხრეიძე ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. არასამთავრობოს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მის მიმართ რეპრესიული დევნა განხორციელდა და მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. ნუგზარ კოხრეიძე სარჩელს საერთაშორისო სასამართლოს დონეზე ამზადებს. პოლონეთში სულ 16 აქტივისტი არ შეუშვეს.


პოლონეთის საზღვარზე იძულებითი დაკავების შესახებ, დღეს, ნუგზარ კოხრეიძემ ბრიფინგი გამართა. ბრიფინგს Firstnews.ge-ის ჟურნალისტი ესწრებოდა.


ნუგზარ კოხერიძის თქმით, პოლონეთის მთავრობამ მას გადაადგილების უფლება უკანონოდ შეუზღუდა.


,,დავბრუნდი საქართველოში, რომ გავაგრძელო სამართლებრივი ბრძოლა იმ უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილების გამო, რაც პოლონეთის მთავრობამ და სასაზღვრო პოლიციამ ჩემ მიმართ განახორციელა. მე, როგორც 350.org-ის წარმომადგენელი საქართველოში, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დეპორტირებული ან გაბრუნებულები იყვნენ საზღვრიდან, ვამზადებ დოკუმენტებს. ჩვენი მოთხოვნები გავგზავნეთ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარიატში. ,,ამნისტ ინტერნეიშენალმა“ უკვე დაწერა ანგარიში. ვთანამშრომლობთ, ასევე ჰელსინკის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფთან.


ჩემი პოლონეთში არშეშვების მიზეზად დამისახელეს, რომ ჩემი სახელისა და გვარის გასწვრივ სიტემა აჩვენებს საფრთხეს. მე ნამდვილად არ წარმოვადგენ საფრთხეს პოლონეთისთვის.


მოვითხოვთ პასუხს რას ნიშნავს საშიშ პირთა სია, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეაგროვეს ეს სია.


იმისათვის, რომ ჩვენი უფლება იყოს დაცული, პოლონეთმა უნდა აღიაროს თავისი შეცდომა, რათა ამან ჩვენს გადაადგილებაზე ნეგატიური გავლენა არ იქონიოს.“- განმარტა ნუგზარ კოხრეიძემ ბრიფინგზე.

წაკითხვა 7551 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 12 2018