ამ გვერდის ამობედვა

სხვა სამყაროში, სხვა განზომილებაში გადავიდა - სანდრა რულოვსი

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი ცნობილი დიპლომატისა და პუბლიცისტის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება:

"გელა ჩარკვიანი, ჩვენი ოჯახის საამაყო მეგობარი, სამაგალითო ადამიანი, უნიჭიერესი დიპლომატი, მწერალი, მუსიკოს-კომპოზიტორი და უნიკალური მასწავლებელი, ჩვენთან აღარ არის.... ის სხვა სამყაროში, სხვა განზომილებაში გადავიდა სადაც მისი ერთგული მეუღლე ნანა და მისი შვილი ირაკლი დიდი სიყვარულით შეხვდებიან..." - წერს რულოვსი.

 

ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წაკითხვა 435 ჯერ