April 26, 2024

" უკვე მერამდენედ ცდილობს ეს უსინდისო დედაკაცი გაასულელოს საქართველო"- ცოტნე გამსახურდია სანდრა რულოვსზე

ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია სანდრა რულოვსს სოციალური ქსელიდან მიმართავს:

 

"არ მინდოდა ოჯახის წევრებზე საუბარი, თუნდაც სააკაშვილის... მაგრამ არ ისვენებს ეს სანდრა რულოვსი და ვერ ელევა ძალაუფლებას! ეს ხომ არცაა ოჯახი კლასიკური მნიშვნელობით, ეს უბრალო და ბანალური მაფიაა. უკვე მერამდენედ ცდილობს ეს უსინდისო დედაკაცი, გაასულელოს საქართველო და ითამაშოს ჩვენ სათუთ დამოკიდებულებაზე ქართულად მოჟღურტულე უცხოელების მიმართ. სინამდვილეში იგი არაფრით განსხვავდება ოლეგ ფაცაციას, გაგა მკურნალიძის, ალექსანდრე მუხაძის ან სხვა ჯალათებისგან! ერთ პირად ისტორიას გავიხსენებ: როდესაც ციხეში ვშიმშილობდი (სულ ხუთჯერ ვიშიმშილე, ყველაზე მცირე - 28 დღე იყო), ერთხელ ამ ქალმა "წითელი ჯვრის" თანამშრომლები გამოგზავნა: ვინმე სილვია ვუსტი, ჰოლანდიელი ამსტერდამიდან. ეს ვუსტი უბრალოდ ინგლისურად მოლაპარაკე აგიტატორივით იქცეოდა. ბოლოს მეკითხება, სხვისთვის ვერაფერს გავაკეთებთ და პირადად რა გინდათო. ხერხემლისთვის ტკივილგამაყუჩებელს თუ შემომიტანთ-მეთქი, რასაც იქ არ მაძლევდნენ... ვერაო. არ გვაქვს უფლებაო. როგორ, მე ვუთხარი, მამაჩემი რომ შიმშილობდა ციხეში, ბავშვობიდან, იმ დროიდან მახსოვს "წითელი ჯვარი" როგორ ეხმარებოდამეთქი. კარგი, შეგიძლიათ აქაური ადმინისტრაცია აიძულოთ, მომცენ წამალი-თქო? არც ეგ შეგვიძლიაო. პაციენტისგან მიღებული ინფორმაციის მესამე მხარისათვის გადაცემის უფლება არა გვაქვსო. აბა, რისთვის ხართ, გარდაცვალების მოწმობის შესადგენად-მეთქი?! გაჩუმდა. მერე მეუბნება: დაგვიწერეთ მიმართვა პირველი ლედის სახელზე და ვეცდებითო. ეს იყო ამ გარეწარი დედაკაცის "ჰუმანიზმი"! მიშას რომ თვალებში ჩახედავ, ჯერ ის გააკეთებინე, რომ მორიგ "პრაშმანდოვკაზე" არ გაგცვალოს, და მერე დაგვაბოლე ჩვენ შენი ენისმოჩლექით!" - წერს ცოტნე გამსახურდია.

წაკითხვა 2215 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.