ამ გვერდის ამობედვა

სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,“ პრეზიდენტმა მის უწმინდესობას ილიაობის დღესასწაული მიულოცა“ და ასევე ესაუბრა ვატიკანში ჩატარებული ღონისძიების შესახებ, „ხაზი გაუსვა, რა ქართული კულტურის მაღალ დონეზე წარმოჩენის მნიშვნელობას“.

 

საპატრიარქო ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მწუხარება გამოთქვა გუდაურის ტრაგედიისა და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალების გამო.

წაკითხვა 231 ჯერ