ამ გვერდის ამობედვა

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს. მან 30 ხმიდან 28 მიიღო, ორი ბიულეტენი გაბათილდა.

ამ თანამდებობაზე კანდიდატი მაქსიმუმ 6 თვით აირჩევა.

 

სამუშია 2010-2014 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2014-2017 წლებში კი - ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე.

 

ჯაბა სამუშია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო, მისი არჩევა სტუდენტების ნაწილმა გააპროტესტა, ისინი რექტორის არჩევის წესის შეცვლას მოითხოვენ.

 

თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა. გიორგი შარვაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე პირველი ვადით 2016 წელს, ხოლო მეორე ვადით - 2020 წელს აირჩიეს.

წაკითხვა 157 ჯერ