ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში ,პარლამენტის მიტოვებულ შენობასთან ჩემოდნების აქცია გაიმართა

ქუთაისში, უფუნქციოდ დატოვებულ პარლამენტის შენობის წინ პერფორმანსი სახელად - "ჩემოდნების აქცია" გაიმართა.

"ოთხი წელი გავიდა, რაც ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი წაართვეს, რამაც , როდისღაც ქვეყნის მეორე ქალაქს, განვითარების პერსპექტივა დაუკარგა.

 

გაჩერებულ ქუთაისში მოქალაქეებს არაფერი რჩებათ იმის გარდა, რომ ბარგი ჩაალაგონ და ქალაქი დატოვონ," - აცხადებენ სამოქალაქო მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" -ს წევრები.

 

ქუთაისში საკანონმდებლო ორგანო 2019 წლიდან აღარ ფუნქციონირებს.

 


2012 წლის შემდეგ 2019 წლის 5 თებერვალს საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნა.

 

,,ამ დღეს, ზუსტად 4 წლის წინ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს, რამაც ქალაქს ბევრი ის ბენეფიტი დააკლო, რასაც მისი ფუნქციური დატვირთვა შეეძლო. ჩვენი ქვეყნის მომავალი დეცენტრალიზაციასა და დეკონცენტრალიზაციაშია. არ შეიძლება ყველაფერი ერთ ქალაქში იყრიდეს თავს. ამას გადაჭედილი თბილისის ქუჩებიც მოწმობს. ეს ადგილი არის სიმბოლური გამოხატულება იმისა, როგორ ცარიელდება რეგიონები,"-აცხადებს ,,თაობათა დიალოგის" დამფუძნებელი ნუგზარ კოხრეიძე.

 

აქცია-პერფორმანსის მიზანი ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის იმ უკუშედეგის დანახვება იყო, რაც პარლამენტის შენობის ქუთაისიდან თბილისში გადატანამ გამოიწვია.თითოეული მონაწილე თითოეული პროფესიის ადამიანს განასახიერებდა, რომლებიც უკეთესი ცხოვრების იმედით სხვადასხვა ქვეყნისკენ მიეშურებიან.

წაკითხვა 411 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 18 2022