ამ გვერდის ამობედვა

"ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდია, ძალიან ხშირად ახველებს - მძიმე დიაგნოზები აქვს, ზოგი სასიკვდილოა"- გიული ალასანია

ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არის ცუდი. ახლა, ძა­ლი­ან ხში­რად ახ­ვე­ლებ­და. დი­აგ­ნო­ზებ­ში ერთ-ერთი ლა­ტენ­ტუ­რი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზიც არის, რო­მელ­საც ხელს ვერ ახ­ლე­ბენ იმი­ტომ, რომ თვი­თონ მკურ­ნა­ლო­ბაა ისე­თი აგ­რე­სი­უ­ლი ფორ­მის, რომ [მე­დი­კო­სე­ბის თქმით] შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­და­ი­ტა­ნოს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის დე­დამ, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს „ვი­ვა­მედ­თან“ გა­ნუ­ცხა­და.

ამას­თან, ალა­სა­ნია მი­იჩ­ნევს, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გა­მომ­ძი­ე­ბლის მის­ვლას კლი­ნი­კა­ში აზრი არ აქვს.

 

„რაც შე­ე­ხე­ბა იმ გა­მომ­ძი­ე­ბელს, სიმ­პა­თი­უ­რი ადა­მი­ა­ნი მო­დის, უკვე მე­რამ­დე­ნედ ვნა­ხე, მაგ­რამ რა აზრი აქვს?! სამ­ხა­რა­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი აქვს - რას იკ­ვლე­ვენ და რას ვერ იკ­ვლე­ვენ და ბო­ლოს უწე­რი­ათ, რომ მძი­მე მე­ტა­ლებს ვერ იკ­ვლე­ვენ. მა­შინ, რის­თვის მო­დის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი? მძი­მე მე­ტა­ლებ­ზეა სა­უ­ბა­რი, რა აზრი აქვს ამ სიმ­პა­თი­უ­რი ადა­მი­ა­ნის სი­ა­რულს, არ ვიცი“, - აცხა­დებს გი­უ­ლი ალ­სა­ნია.

 

მისი თქმით, მი­ხელ სა­ა­კაშ­ვილს მას­თან არ უსა­უბ­რია იმის შე­სა­ხებ, რომ სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს არ ენ­დო­ბა.

ალა­სა­ნია ვა­რა­უ­დობს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ უნ­დობ­ლო­ბის შე­სა­ხებ ად­ვო­კატს ესა­უბ­რა.

 

გარ­და ამი­სა, ალა­სა­ნი­ამ ისა­უბ­რა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნა, რომ პრო­ცე­სე­ბის გა­მარ­თვა დრო­ში იწე­ლე­ბა.

 

ალა­სა­ნი­ას თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა ამას ვერ გა­უძ­ლებს, რად­გა­ნაც ის მძი­მე­დაა.

 

"სურ­დო კი არ არის. მძი­მე დი­აგ­ნო­ზე­ბია, ზო­გი­ერ­თი კი სა­სიკ­ვდი­ლოა. ეს რამ­დენ­ჯერ უნდა ით­ქვას ან და­ი­წე­როს, ან ვინ უნდა ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ?! ანა­ლი­ზი გა­კეთ­და ნო­მერ პირ­ველ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კლა­სის პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა დაგ­ვი­დო თა­ვი­სი ინ­ტერპრე­ტა­ცია და მეტს რას ვე­ლო­დე­ბით, არ ვიცი“, - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

 

მან ასე­ვე გან­მარ­ტა ის მი­ზე­ზი, რის გამო ვერ ჩა­ერ­თო ამე­რი­კი­დან დის­ტან­ცი­უ­რად 22 დე­კემ­ბერს გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს ერთ-ერთი ამე­რი­კე­ლი ექი­მი.

 

„სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი ზე­დი­ზედ უნდა ჩა­ი­ნიშ­ნოს. მე რომ მკი­თხოთ, დღე­ში ორ­ჯერ უნდა ჩა­ი­ნიშ­ნოს. ის ტოქ­სი­კო­ლო­გი კა­ლი­ფორ­ნი­ი­დან არის და ჩვენ ქვეყ­ნებს შო­რის დრო­ის 12 სა­ა­თი­ა­ნი გან­სხვა­ვე­ბაა. ის ადა­მი­ა­ნი ვერ გა­ა­თე­ნებს. 20 წლის ბი­ჭიც არ არის. წინა პრო­ცეს­ზე ღა­მის 2 სა­ა­თამ­დე იჯდა ტე­ლე­ვი­ზორ­თან, თან პერ­სპექ­ტი­ვა­შიც არ ჩან­და, მას რომ ვინ­მე ჩარ­თავ­და და ადა­მი­ან­მა და­ი­ძი­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

წაკითხვა 173 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 24 2022