ამ გვერდის ამობედვა

მყინვარწვერზე დაკარგულ მთამსვლელს მეოთხე დღეა ეძებენ

მეოთხე დღეა ეძებენ ყაზბეგში, მყინვარწვერზე დაკარგულ მთამსვლელს. არსებული ინფორმაციით, 40 წელს გადაცილებულ კაცთან კომუნიკაცია 23 დეკემბრის შემდეგ ვერ მყარდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სამძებრო სამუშაოებში 20-მდე მაშველია ჩართული. სამუშაოებში ჩართულია კერძო ვერტმფრენებიც.

 

მთამსვლელი მყინვარწვერზე ჯგუფთან ერთად იყო წასული.

წაკითხვა 153 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 26 2023