ამ გვერდის ამობედვა

"ის მისი მრავალრიცხოვანი მეგობარი გოგონების სიაში ირიცხებოდა" - რას წერს რუსული მედია უკრაინელი მოდელისა და სააკაშვილის რომანზე

ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მო­დე­ლი ელე­ნა ბურ­ჩა­კი, რო­მელ­საც რუ­სუ­ლი და უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტთან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან რო­მა­ნი ჰქონ­და, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მოს­კოვ­თან ახ­ლოს, ავა­რი­ა­შია მოყ­ვა.

 Telegram-канала 112-ის ცნო­ბით, 27 წლის მო­დე­ლი სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნით Range Rover-ს და­ე­ჯა­ხა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა ავ­ტო­მან­ქა­ნას თა­ვად მარ­თავ­და. იგი დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, რის გა­მოც საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რავ ჯიპს შე­ე­ჯა­ხა. მომ­ხდა­რის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა 29 აპ­რილს მოხ­და. რო­გორც მე­დია წერს, ბურ­ჩა­კი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნის მოს­ვლა­საც არ და­ე­ლო­და და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი Maybach-ის მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით და­ტო­ვა.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ბურ­ჩაკ­მა და სა­ა­კაშ­ვილ­მა ერ­თმა­ნე­თი კი­ევ­ში, ერთ-ერთ ელი­ტა­რულ წვე­უ­ლე­ბა­ზე გა­იც­ნეს და მას შემ­დეგ ის "სა­ა­კაშ­ვი­ლის მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბის სი­ა­ში ირი­ცხე­ბო­და."

 

თუმ­ცა, სხვა ვერ­სი­ე­ბის თა­ნახ­მად, მათ საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ და ერ­თად და­სას­ვე­ნე­ბე­ლად მო­ნა­კო­შიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნელ მო­დელს "პორ­შე" სწო­რედ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აჩუ­ქა. ის სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტთან ურ­თი­ერ­თო­ბას არ მა­ლავ­და და ამის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­გა­და­ცე­მა­შიც უსა­უბ­რია.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ელე­ნა ბურ­ჩა­კის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე უკვე ორი მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი - სხვი­სი ქო­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­მალ­ვა. თუმ­ცა, მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ მან შეძ­ლო და ად­გი­ლობ­რივ სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებ­თან და ასე­ვე შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ­თან "პრობ­ლე­მე­ბი მო­აგ­ვა­რა".

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ მად­ლი­ე­რია ყვე­ლა­სი, ვინც მას გულ­შე­მატ­კივ­რობ­და და თქვა, რომ ახა­ლი "პორ­შეს" შე­ძე­ნას აპი­რებ­და, რად­გან ძვე­ლი პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლია. ამ­ჟა­მად მო­დე­ლი მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს და ად­გი­ლობ­რი­ვი შო­უ­ბიზ­ნე­სის ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი.

მე­დია ბურ­ჩაკს "კი­ე­ველ ლა­მაზ­მა­ნად" იხ­სე­ნი­ებს, თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში რუ­სეთ­ში, ბრი­ანსკის ოლ­ქში და­ი­ბა­და. მას უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა, თუ ფო­ტო­მო­დე­ლო­ბას არ ჩავ­თვლით, არ­სად უფიქ­სირ­დე­ბა.

ambebi.ge
 
წაკითხვა 1375 ჯერ

სიახლეები