ამ გვერდის ამობედვა

23 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

23 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი:

 

ვერძი - გარშემო მყოფებთან მშვიდად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. იყავით მაქსიმალურად თავშეკავებული. თქვენ გარშემო მშვიდობიანი და ლაღი გარემო შექმენით.


კურო - საქმიანი დღის მიუხედავად, დასვენებასა და მეგობრებთან ერთად გართობას მოახერხებთ. საღამოს მხიარული წვეულება მოაწყვეთ. გარშემო ერთგული ადამიანები შემოიკრიბეთ.



ტყუპი - არავითარ შემთხვევაში არ მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეშ და არ თქვათ უარი საკუთარ ოცნებებზე. იყავით მიზნამიმართული, რომ მოიპოვოთ გარშემო მყოფების პატივისცემა და გახდეთ ბედნიერი.



კირჩხიბი - გარშემო მყოფებს თქვენი დახმარება, რჩევა სჭირდება. კარგი დღეა წარსულის გასააზრებლად და შეცდომების გამოსასწორებლად. საღამოს ოჯახის წევრებს მყუდრო, "გემრიელი" გარემო შეუქმენით.



ლომი - საქმიანო და ნაყოფიერი დღე გელით. კოლეგებთან ერთად გადახედეთ და შეაჯამეთ მიმდინარე საკითხების. გამოიტანეთ სწორი დასკვნები. მშვიდად გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. კარგი დღეა სემინარებსა და კონფერენციებში დასასწრებად/მონაწილების მისაღებად.



ქალწული - დღეს ლიდერის პოზიცია უნდა მოირგოთ და მეტი პასუხისმგებლობა აიღოთ საქმეებსა და კოლეგებზე. წარმატებული დღე გელით. მთავარია, გამარჯვებაზე იყოთ ორიენტირებული და სწორად გადაანაწილოთ ვალდებულებები.



სასწორი - გარშემო მყოფებს საკუთარ თავზე მხოლოდ სასიამოვნო ამბები მოუყევით. დანარჩენი თქვენთვის დაიტოვეთ. ზოგიერთი მარტივად გაწყვიტავს იმ კავშირს, სადაც თავს შებოჭილად გრძნობს.


მორიელი - ყველას მაგივრად პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. მოერიდეთ კონტაქტს ფეთქებად ადამიანებთან. საღამო თქვენთვის სასიამოვნო, პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.



მშვილდოსანი - ნუ ჩაიციკლებით წარსულ წარუმატებლობაზე, მეტად უნდა იყოთ ორიენტირებული მომავალ გამარჯვებაზე. საღამოს დიდი ხნის უნახავ ნათესავებს შეხმიანეთ და მხოლოდ პოზიტიური ამბები გაიხსენეთ.



თხის რქა - გარშემო მყოფები ცვლილებებს გამჩნევენ და ვერ ხვდებიან რა ხდება. ახალაგაცნობილებს ვარცხნილობა და სამოსი კი არა, ცოდნა უნდა შეუფასოთ. კარგი დღე ელით სპორტსმენ ნიშნებს.



მერწყული - შეიძლება ისეთი ამბავი გაიგოთ, რაც არ გესიამოვნებათ. მაქსიმალური თავშეკავება გმართებთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, მათი დახმარების იმედი გქონდეთ.



თევზები - დააკვირდით გარშემო მყოფებს, მათგან ბევრს ისწავლით. შეიძლება მათი გამოცდილება დაგეხმაროთ საქმეების მოგვარებაში. ზოგიერთს ცვლილება ელის პირად ცხოვრებაში.

წაკითხვა 689 ჯერ