30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი:
ვერძი
დილა დაშვებული შეცდომების გამოსწორებას, დაწყებული საქმეების დასრულებას დაუთმეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ; მოერიდეთ თქვენ მიმართ უარყოფითად განწყობილ ადამიანებს.
კურო
დასვენებისა და მხიარულების განწყობაზე ხარეთ. ადამიანი, რომლის გაცნობაც არ გინდოდათ, საინტერესო მოსაუბრე და კარგად აღზრდილი აღმოჩნდება.
ტყუპი
თავს თავისუფალ, მხიარულ ადამიანად იგრძნობთ. შეიძლება სახლიდან შორს გამგზავრება მოგინდეთ. წვეულებაზე შეიძლება ვიღაცამ ვიდეო გადაგიღოთ და მერე შანტაჟი მოგიწყოთ.
კირჩხიბი
მიუხედავად იმისა, რომ ნათესავები საოჯახო საქმეების მოგვარებაში გეხმარებიან, მხრებზე სიმძიმეს მაინც მძაფრად იგრძნობთ. საღამო მშიდ გარემოში გაატარეთ და გამოიძინეთ.
ლომი
საყვარელი ადამიანი თქვენგან მზრუნველობასა და ყურადღებას ელოდება. ეცადეთ, ცოტა ხნით მაინც გადადოთ გვერდზე სამსახურის საქმეები და საღამო მაინც გაატაროთ ერთად.
ქალწული
სამსახურის შემდეგ, შინ მუშაობას რომც აპირებდეთ, ცოტა ხნით მაინც შეიარეთ მეგობრულ წვეულებაზე. სასიამოვნო ნაცნობობა გელით.
სასწორი
დილიდან შეუდექით დაგროვილი საქმეების მოგვარებას. ნათესავების დახმარების იმედი ნუ გექნებათ, მათ სრულიად განსხვავებული შეხედულებები აქვთ.
მორიელი
რაც უფრო მეტ დრო გაატარებთ ბუნებაში მით უკეთესია თქვენთვის. საღამოს მხიარული წვეულება და პოზიტიური ადამიანების გაცნობა გელით.
მშვილდოსანი
ცვლილებების, ღირებულებათა გადაფასების დღეა. დღეს მიხვდებით, რომ ადამიანთა შეფასებისას ცდებით ხოლმე. მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას.
თხის რქა
ახალი საქმეების დაწყება მომავალი კვირისთვის გადადეთ და დღეს დაწყებული პროექტები დაასრულეთ. ზოგიერთი იმიჯის შეცვლას, გარდერობის განახლებას გადაწყვეტს.
მერწყული
სიახლეეებისა და შთაბეჭდილებების დღეა. მხიარულ განწყობაზე იქნებით და საინტერესო ადგილებს მოინახულებთ. ზოგიერთს თავგადასავალი მხიარულ მოგონებად დარჩება.
თევზები
სახლიდან შორს მყოფი ნიშნები დიდი ხნის უნახავ ადამიანს, შეყვარებულს შეხვდებიან. შეიძლება "დაგავიწყდეთ" წარსული წყენა და მასთან ურთიერთობის აღდგენაც კი მოისურვოთ.
სიახლეები
- გსურს, რომ შენმა შვილმა გააუმჯობესოს ინგლისური და ამავდროულად დაუვიწყარი ზაფხული გაატაროს? - American Camp ბაკურიანში
- "რაც უფრო მკაცრი იქნება ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, მით უფრო მტკივნეული იქნება ეს ევროპის ეკონომიკისთვის"
- "რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სასუფეველზე, მატერიალური სიკეთეები იკლებს, რაც მეტია ღვთის სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობა და ბედნიერებაც"
- "ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეცვლის ჩვენს პოზიციას რეჟიმთან ართანამშრომლობაზე"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს