CIESR- ის ორგანიზებით მცხეთაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური თემების წარმომადგენლებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა
2019 წლის 4-5 ოქტომბერს კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) ორგანიზებით, მცხეთაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური თემების წარმომადგენლებისთვის სამოქალაქო აქტივიზმისა და მონაწილეობის შესახებ, ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგი პროექტის ფარგლებში - ვიშეგრადის ოთხი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობისთვის“ - გაიმართა, რომელიც ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
ტრენინგის მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური თემების წარმომადგენლების პრაქტიკული უნარების განვითარებას, ამასთან სამოქალაქო აქტივიზმისა და თანამონაწილეობისთვის საჭირო ცოდნისა და ინფორმაციის მიწოდებას.
ტრენინგი თბილისის ყოფილმა მერმა (2014-2017) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა - დავით ნარმანიამ გახსნა. მან მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და განიხილა შემდეგი საკითხები: ადგილობრივი თვითმმართველობის არსი (ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მიმოხილვა); ქონება, ადგილობრივი თვითმმართველობა; ადგილობრივი თვითმმართველობა და აღმასრულებელი ორგანოები; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტები. შემდეგი სესია CIESR-ის გამგეობის წევრმა, თემურ თორდინავამ - სამოქალაქო მონაწილეობის მექანიზმებზე ჩაატარა, ხოლო მონიტორინგის მექანიზმების მნიშვნელობაზე ისაუბრა მონიტორინგის სახელმძღვანელოს თანაავტორმა, ბიზნეს-ადმინისტრირების დოქტორმა ოთარ კიკვაძემ. ტრენინგი საჭიროებების შეფასების მეთოდოლოგიის შესახებ სესიით, CIESR–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია დაღელიშვილმა დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ სხვადასხვა ჯგუფურ აქტივობებში მონიტორინგისა და საჭიროებების შეფასების საკითხში, ვიშეგრადის ქვეყნებიდან ექსპერტების მონაწილეობით.
სიახლეები
- "არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს, ან ერთია ან მეორე"
- "სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არცერთ სხვა ქვეყანას არ დაეკითხება" - ნიკოლ ფაშინიანი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისისთვის
- ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
- უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა