ამ გვერდის ამობედვა

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9-10 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37, სანაპირო რაიონებში +25, +30, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი. 11 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-13 ივნისს დასავლეთ საქართველოში შედარებით აგრილდება და გაწვიმდება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოშიც, თუმცა მაღალი ტემპერატურული ფონი შენარჩუნდება.

 

თბილისში 9-11 ივნისს მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი, ხოლო 12-13 ივნისს ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

წაკითხვა 535 ჯერ