ამ გვერდის ამობედვა

დღეს, საქართველოში კლიმატის კვირეული დაიწყო

დღეს, 21 სექტემბერს საქართველოში კლიმატის კვირეული დაიწყო.

კლიმატის კვირეული საქართველოში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/The Greens Movement of Georgia ინიცირებით 2009 წლიდან აღინიშნება. „საქართველოსთვის, მსოფლიოსათვის - გავერთიანდეთ კლიმატის ცვლილებით  გამოწვეული პრობლემების შესამცირებლად!“ ეს გზავნილი აერთიანებს 2020 წლის კლიმატის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს.



ასოციაცია „დეას“ ორგანიზებით, სენაკში, კლიმატის კვირეულის ფარგლებში არაერთი ღონისძიება გაიმართა :

  • ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მეორე საჯარო სკოლაში - ეკო გაკვეთილი;
  • აქცია-პერფომანსი - „ერთად კლიმატისთვის“;
  • მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე „ჩემი თვალით დანახული კლიმატის ცვლილება“;
  • ასფალტზე ხატვა;
  • გამწვანების აქცია. 



კონფერენციაში მონაწილე ახალგაზრდები, კლიმატის კვირეულში  აქტიური მონაწილეობისათვის, სიმბოლური პრიზებით დასაჩუქრდნენ. 

 

119961734 1656571784520160 4461487395671632530 n



საქართველოში „კლიმატის კვირეული 2020“ ტარდება პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება  კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში"  ფარგლებში. ახორციელებს საქართველოს მწვანეთა  მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს „გერმანიის დედამიწის მეგობრებთან“(BUND) თანამშრომლობით და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის  გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ.

 

119930806 1656572747853397 1877747227763253887 n

წაკითხვა 389 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 21 2020