ამ გვერდის ამობედვა

ტრამპი ერთდროულად სამმა სოციალურმა ქსელმა დაბლოკა

Twitter-მა, Instagram-მა და Facebook-მა აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ანგარიშები დაბლოკა და ახალი შეტყობინებების განთავსება მათ გვერდებზე აკრძალა.

ამის შესახებ ნათქვამია სოციალური ქსელების საგანგებო განცხადებაში.

 

"ვაშინგტონში უპრეცედენტო და მიმდინარე ძალადობრივი ვითარების შედეგად, ჩვენ მოვითხოვეთ დღეს ტრამპის სამი "ტვიტის" ამოღება, ჩვენი პოლიტიკის განმეორებითი და სერიოზული დარღვევების გამო ტრამპის ანგარიში 12 საათის განმავლობაში დაიბლოკება", - ნათქვამია Twitter-ის განცხადებაში.

 

"ჩვენ შევაფასეთ ჩვენი პოლიტიკის ორი დარღვევა პრეზიდენტ ტრამპის მიერ, ეს გამოიწვევს ფუნქციების 24-საათიან დაბლოკვას", - განაცხადა Facebook-მა და დასძინა, რომ ამ დროის განმავლობაში ტრამპი დაკარგავს პლატფორმაზე განთავსების შესაძლებლობას.

 

Facebook-ის საკუთრებაში არსებული სოციალური ქსელის Instagram-ის ხელმძღვანელმა Facebook-ისგან გაგზავნა შეტყობინება, სადაც აღნიშნა, რომ მათ იგივე გადაწყვეტილება მიიღეს.

წაკითხვა 478 ჯერ

სიახლეები