მარტი 10 2026 წაკითხვა 139 ჯერ

მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1,5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისა , - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინა ინსტანციის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

მარტი 10 2026 წაკითხვა 133 ჯერ

“რონდელის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსისს სტატუსს აქვეყნებს:

 

"გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბრიუსელში აკრედიტებული დიპლომატების წინაშე. მან ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის და ზოგადად საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ასევე იმ საგარეო-პოლიტიკურ და სტრატეგიულ ნაბიჯებზე, რომლებიც კავშირმა უახლოეს პერიოდში უნდა გადადგას. კავშირის საერთაშორისო ქმედებებზე საუბრისას არ გამოუტოვებია ჩვენი რეგიონი. ისაუბრა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი დერეფნის, და, კერძოდ, ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირების მანძილის 30-დან 15 დღემდე შემცირების თაობაზე. მან აქვე ხაზი გაუსვა, რომ ეს მარშრუტი გაივლის ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მტრობდნენ ერთმანეთს და მათი მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტი გახდებაო. ანუ, ამით მიანიშნა, რომ დერეფნის ძირითადი ხაზი სომხეთსა და აზერბაიჯანზე გაივლის. საქარზთველო მას აქ არ უხსენებია. მეორე, მნიშვნელივანი თემა, სადაც ჩვენ ასევე აღარ გამოვჩნდით, არის ევროკავშირის გაფართოება. ქ-მა ფონ დერ ლაიენმა, აღნიშნა, რომ გაფართოება იდეოლიგიური საკითხი კი არა, არამედ ინტერესისა და უსაფრთხოების თემააო. ანუ ამით ხაზი გაუსვა, რომ რეფორმების დაუსრულებლობის გამო ქვეყნების მიღება არ უნდა შეფერხდესო, თუ ამას დღევანდელობის ეგზისტენციური აუცილებლობა გვკარნახობსო. და, ამ კონტექსტში მან ახსენა დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა და მოლდოვა - მათი გაწევრიანება უნდა დაჩქარდესო. ის, რომ საქართველო 2030 წელს მათ "წამოეწევა და ყველას გადაასწრებს", რატომღაც არ უთქვამს. ისე შეეძლო წაეღიღიღინა მაინც: "არის ასეთი (სუვერენული) ქვეყანა - მას საქრთველო ქვიაო" ან "ერი გულადი, პურადი..." მოკლედ, "ვერ გაიგეს რა ხალხი ვართ...", თუმცა არა, მგონი გაიგეს უკვე, რომ "ჩვენ თავისუფლებას არანაირ სიკეთეებზე არ გავცვლით" და დაგვანებეს თავი..." - წერს კახა გოგოლაშვილი.

მარტი 07 2026 წაკითხვა 143 ჯერ

უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავისი ვალდებულებები დაარღვიეს - მტკიცედ მოვუწოდებთ ამ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს და აქვეყნებს ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში გრანტებთან დაკავშირებით.

მარტი 06 2026 წაკითხვა 156 ჯერ

პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან „ოცნების“ გზავნილებს იმეორებენ, არიან მოღალატეები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, სადაც ის ხალხის კითხვებს პასუხობს.

მარტი 03 2026 წაკითხვა 140 ჯერ

2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში იმ ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ განსაზღვრული ჰქონდათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მარტი 02 2026 წაკითხვა 159 ჯერ

შეიქმნა ოპოზიციური ალიანსი. ეს არის ის რისკენაც ყოველთვის მოვუწოდებდი და ამიტომ ვამბობ, რომ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გვერდი 1 სულ 154
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.