ამ გვერდის ამობედვა

"პოლიციამ ადვოკატების უკანონო დაკავებებიც დაიწყო" - მიხეილ რამიშვილი

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ადვოკატთა კორპუსს მიმართავს.

 

,,პოლიციამ ადვოკატების უკანონო დაკავებებიც დაიწყო, რადგანაც დისკომფორტი ექმნებათ, როდესაც მათი მხრიდან ჩადენილ უკანონობაში ხელს უშლის ადვოკატი. დღეს გავრცელდა მასმედიის საშუალებით ინფორმაცია, ჩვენი კოლეგა შოთა თუთბერიძე, როგორ ყავდა პოლიციას თავის დაცვისქვეშ მყოფთან ერთად, ვითომდა პოლიციის წინააღმდეგობის გაწევისთვის ორი საათით საპატრულო ავტომობილში ჩაკეტილი. 

 

მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს და ადვოკატთა კორპუსს, ეს ფაქტი რეაგირების გარეშე თუ დარჩა და ჩვენ მარტო ლოდინის რეჟიმში ვიქნებით, მალე თავისუფლების და სამართლის ლოდინი გისოსებს მიღმა მოგვიწევს და ერთ-ერთი პირველთაგანი კანდიდატი ვიცი, რომ მე ვიქნები", - წერს მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში.

 

წაკითხვა 500 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 09 2021