ამ გვერდის ამობედვა

ივანიშვილის პასუხი, ღარიბაშვილის დანიშვნით, არის დაპირისპირება - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც სააკაშვილი წერს, ,,ქართული ოცნების" ნაბიჯი ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს. 

 

,,როცა საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების დაკვეთაა მოლაპარაკება, შერიგება, თანხმობა, კონსენსუსი და ჩართულობა, ივანიშვილის პასუხი ღარიბაშვილის დანიშვნით არის გამწვავება, რადიკალიზაცია და დაპირისპირება", - წერს მიხეილ სააკაშვილი ,,ფეისბუქში".

წაკითხვა 666 ჯერ

სიახლეები