ამ გვერდის ამობედვა

უკან გვრჩება ხალხის უმთავრესი გამოწვევები - ანა დოლიძე

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
 
"დღეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა რჩება ჩვენი სახელმწიფოსთვის უმთავრეს გამოწვევად. ხელისუფლება კი, რომელიც შეპყრობილია მარადიული მმართველობის სურვილით ყველაფერს აკეთებს, რომ ორპოლუსიანობის სცენარს გადააყოლოს მთელი ქვეყანა.
 
 
დიდი ხანია ვამბობს, რომ პოლარიზებული დღის წესრიგი კლავს სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას და უკან გვრჩება ხალხის უმთავრესი გამოწვევები. მაგალითად, იმის მაგივრად, რომ დღეს აქციებს ვაწყობდეთ ვაქცინაციის მოთხოვნით, იმის მაგივრად, რომ ვაპროტესტებდეთ უმუშევრობას, გაზრდილ ფასებს და ჩამონგრეულ ეკონომიკას, ისევ სახელმწიფოებრიობის გადარჩენისთვის გავდივართ ქუჩაში.
 
 
ხელისუფლება პოლარიზების სანახაობას ვერ გადააყოლებს ქვეყანას. დღეს საქართველო ევროატლანტიკური არჩევანის წინაშეა და ამ გზას ვერაფერი შეცვლის.
 
 
 
წაკითხვა 366 ჯერ