ამ გვერდის ამობედვა

მელიას დაკავების ნაღმი სწორედ ირაკლი კობახიძემ გაამზადა - არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

"ირაკლი კობახიძე უნდა გადადგეს მმართველი პარტიის თავმჯდომარეობიდან და პარტიის თავმჯდომარე უნდა გახდეს პრემიერი.

 

ნიკა მელიას დაკავების ნაღმი სწორედ ირაკლი კობახიძემ გაამზადა, სასამართლოზე ზემოქმედების გზით, ნაღმზე აფეთქებაზე უარი თქვა გახარიამ და ღარიბაშვილი იძულებული გახდა ინსტიტუციური წესრიგის გამო სასამართლოს დავალება აღსრულებისათვის შეესრულებინა.
 
 
პოლიტიკური კრიზისის შემქმნელი არსებითად ირაკლი კობახიძეა და ის მაქსიმალურად უნდა ჩამოაცილონ პროცესებს და იმ უკანონო გავლენებს, რასაც ბოლო დრომდე ფლობდა," - წერს ის.
წაკითხვა 553 ჯერ

სიახლეები