ამ გვერდის ამობედვა

"მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე" - რას ამბობს ლევან რატიანი გარდაცვლილი ექთნის შესახებ

თსსუ-ს პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ლე­ვან რა­ტი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ახალ­ცი­ხი­დან მის კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნი­სას ექთა­ნი მეგი ბაქ­რა­ძე გარ­დაც­ვლი­ლი არ იყო და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.



რო­გორც რა­ტი­ან­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, მეგი ბაქ­რა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნი­სას კრი­ტი­კუ­ლი იყო, თუმ­ცა, გუ­ლის­ცე­მა და არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა შე­სა­ბა­მი­სი პრე­პა­რა­ტე­ბით ნარ­ჩუნ­დე­ბო­და.



"ამ მტკივ­ნე­ულ და სენ­სი­ტი­ურ სა­კი­თხზე არ ვა­პი­რებ­დი არა­ნა­ი­რი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას. მაგ­რამ მინ­და ყვე­ლამ იცო­დეს სი­მარ­თლე, რომ რაც ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არ წარ­მო­ად­გენს არა­ნა­ირ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას - რომ ქალ­ბა­ტო­ნი

 

მეგი, რო­მე­ლიც ჩვენს კლი­ნი­კა­ში შე­მო­იყ­ვა­ნეს 18 მარტს, ის იყო სამ­წუ­ხა­როდ, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი. ეს წარ­მო­ად­გენს ჭეშ­მა­რიტ სიც­რუ­ეს. კი­დევ ერთხელ მინ­და ოჯახს მი­ვუ­სამ­ძიმ­რო. მარ­თა­ლია, ვე­რა­ფე­რი და­ა­ო­კებს ამ ტკი­ვი­ლის გა­და­ლახ­ვას, მაგ­რამ ღმერ­თმა გამ­ძლე­ო­ბა მის­ცეთ.



ქალ­ბა­ტო­ნი მეგი კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დის მიერ გად­მოყ­ვა­ნილ იქნა 19:45 სა­ათ­ზე ჩვენს კლი­ნი­კა­ში. შე­მოყ­ვა­ნი­სას ის იმ­ყო­ფე­ბო­და ფილ­ტვის 

 

ხე­ლოვ­ნურ ვენ­ტი­ლა­ცი­ა­ზე. ჰე­მო­დი­ნა­მი­კა იყო მკვეთ­რად არას­ტა­ბი­ლუ­რი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ წნე­ვის ამ­წე­ვი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­რე­შე ვერ ინარ­ჩუ­ნებ­და ჰე­მო­დი­ნა­მი­კას.

შე­მოყ­ვა­ნი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ჩემს მიერ და ქალ­ბა­ტონ ქე­თის მიერ გა­სინ­ჯუ­ლი იყო პა­ცი­ენ­ტი. და­ფიქ­სირ­და, რომ იყო ჰე­მო­დი­ნა­მი­კის მკვეთ­რი მოშ­ლა, რაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ ის იყო გარ­დაც­ვლი­ლი, ვი­ნა­ი­დან სიკ­ვდი­ლი დგე­ბა, რო­დე­საც გული ჩერ­დე­ბა. ჩვენს კლი­ნი­კა­ში შე­მოყ­ვა­ნი­სას პა­ცი­ენ­ტთან იყო გუ­ლის­ცე­მა, იყო არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი მე­გა­დო­ზე­ბით, იმ პრე­პა­რა­ტე­ბით, რომ­ლე­ბიც იძ­ლე­ვი­ან წნე­ვის აწე­ვას. რაც შე­ე­ხე­ბა შე­მოს­ვლი­სას არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას, იყო კრი­ტი­კუ­ლი, შე­უქ­ცე­ვა­დი. სამ­წუ­ხა­როდ, ეს გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო ე.წ. პოს­ტრე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბით, მყა­რი ვა­ზოპ­ლე­გი­ით. ამ შე­უქ­ცე­ვად­მა პრო­ცეს­მა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­მო­იწ­ვია სა­ბო­ლო­ოდ გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა და ბი­ო­ლო­გი­უ­რი სიკ­ვდი­ლის და­ფიქ­სი­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.
წაკითხვა 549 ჯერ

სიახლეები