ამ გვერდის ამობედვა

შემოსვლამდე საზღვარზე ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომ აღიარებს ტერიტორიულ მთლიანობას - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას ეხმაურება:

"ინიციატივა მაქვს ამგვარი: კანონი მივიღოთ, რომ დამოუკიდებელ საქართველოზე უფროსი რუსი სტუმარი არ დაიშვება და თუ 30 წელზე უფროსს ვინმეს ძალიან, ძალიან, ძალიან გულით უნდა, რომ აქ ისეირნოს, შემოსვლამდე საზღვარზე ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს, რომ აღიარებს ტერიტორიულ მთლიანობას. 

 

სანამ ტანკები დგას აქ და მოქალაქეებს გვიხვრეტენ, პოლიტიკურადაც კორექტული იქნება და ეკონომიური და ჰიგიენურიც ამავე დროს. კვერცხების ტყაპა-ტყუპი აღარ ატყდება,"- წერს ის.

 

 

წაკითხვა 470 ჯერ

სიახლეები