ამ გვერდის ამობედვა

"ბავშვები ყველაზე ღარიბები არიან საქართველოში" - ბაია პატარაია

"ბავშვები უყვართ ქართველებსო, ამბობენ ხოლმე, რადგან ქუჩაში ლოყებს უჩქმეტენ და "უსეგენაცალეს" ეუბნებიან.

მაგრამ რა არის სიყვარული? სადღეგრძელოების თქმა რომ არ არის, ამაზე მგონი შევთანხმდით", - ამის შესახებ უფლებადამცველი და ორგანიზაცია "საფარის" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს. 

 

"მოდი ფაქტებსაც ჩავკრათ თვალი:

 

- ბავშვები ყველაზე ღარიბები არიან საქართველოში;

 

- ბავშვები შიმშილობენ ამ ქვეყანაში;

 

- განათლების საზომით, საქართველოს ბავშვები ბოლოდან მესამე ადგილზე გადიან (ანუ უსაშინლესი სკოლა გვაქვს);

 

- საკუთარ ფბ კედელს ჩახედეთ, ჩვენი შესაგროვებელი ხდება ბავშვების საოპერაციო და სამკურნალო ფული, ესეც აჩვენებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ბავსვების ჯანდაცვისადმი;

 

- ბავშვებს ვერ ვიცავთ ბავშვთა ქორწინებისგან. ზუსტად 1 კვირის წინ 12 წლის გოგო გამოვტაცეთ ოჯახს შუა ნიშნობიდან;

 

- პედოფილიის მსხვერპლი ბავშვების საქმეები თაროზე გამოუძიებელი უდევს პროკურატურას და სტრასბურგისთვის ვამზადებთ;

 

სამწუხაროდ კიდევ ბევრი სისტემური ბოროტების ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ დღეს მხოლოდ ნინოწმინდის ბავშვებისთვის მოგიწოდებთ გაერთიანებას:

 

1. ბავშვთა სახლები ბოროტებაა და უნდა დაიხუროს.

 

2. მეუფე სპირიდონი სექსუალური მოძალადე თუა, რანაირად ხელმძღვანელობს ოფიციალურად "უპატრონო ბავშვთა პანსიონს"?

 

3. ომბუდსმენს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ გაეროს მოთხოვნის მიუხედავად.

 

დღეს 6 საათზე კანცელარიასთან ვიკრიბებით ნინოწმინდის ბავშვებისათვის" - წერს ბაია პატარაია.

წაკითხვა 348 ჯერ

სიახლეები