ამ გვერდის ამობედვა

"მოულოდნელად აზრი შეიცვალა" - რა ინფორმაციას ავრცელებს ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. 

დეკანოზი ნინოწმინდის პანსიონატის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ყოფილი აღსაზრდელის შესახებ წერს. 

 

"რას მწერენ თითქოს გაგდებულ ბავშვზე: ეს ბავშვი სწავლობს მეუფე სპირიდონის უნივერსიტეტში, პირველკურსელია და ცხოვრობდა ეპარქიაში, მეუფეს განსაკუთრებით უყვარს, ზაფხულობით თავისთან მიჰყავდა ეპარქიაში პანსიონში ცხოვრების დროს. განსაკუთრებულად კარგად ექცეოდა ყველა, ერთი კვირის წინ საქციელს უწუნებდა იმ ბავშვებს ვინც პანსიონში ძალადობაზე საუბრობდნენ. 

 

მოულოდნელად აზრი შეიცვალა, უთქვამს, რომ ლომჯარია გაიმარჯვებსო და დაუწყია აგრესიულად მოქცევა. დაურეკავს 112-ში და უთხოვია, დამკითხონო. 

 

პოლიციიდან დაბრუნდა ისევ ეპარქიაში ძალიან აგრესიულად განწყობილი და შეიკეტა ოთახში. ამიტომ მეუფემ სიფრთხილისთვის რეზიდენციის გვერდზე 2 ოთახიან ბინაში გადასვლა და იქ დარჩენა შესთავაზა. ამის შემდეგ ჩაულაგებია ბარგი, დაურეკავს ისევ პოლიციაში და წასულა და თან ამბობდა ენჯეოები ყველაფრით უზრუნველმყოფენო", - წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 442 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 11 2021