ამ გვერდის ამობედვა

საშიშია თუ არა D ვიტამინის ჭარბად მიღება - ზაზა თელიას განმარტება

ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში D ვიტამინით გამოწვეულ ტოქსიურობასა და ჰიპერკალცემიას ვრცელ პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

ბოლო წლებია ძალზედ პოპულარული გახდა D ვიტამინის დანამატის სახით მიღება. ფაქტიურად ყველას უნიშნავენ და ამ პრობლემას არამარტო საქართველოში შევხვდებით.დანამატის სახით D ვიტამინის მიღება არის ორგანიზმში ტოქსიკოზის (მოწამვლა) ხშირი მიზეზი

 

⚫️ ტოქსიკოზი ვითარდება როდესაც ადამიანი მოიხმარს დიდი რაოდენობით D ვიტამინს როგორც წესი დანამატის სახით

 

⚫️ D ვიტამინით გამოწვეული ტოქსიურობის სიმპტომებია - გულისრევა, ღებინება, სისუსტე და ძვლების ტკივილი

 

⚫️ ტოქსიურობა როგორც წესი ვითარდება მაშინ როდესაც ადამიანი მოიხმარს D ვიტამინს მაღალი დოზით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თუმცა ტოქსიურობა შესაძლებელია განვითარდეს დაბალი დოზების შემთხვევაშიც

 

⚫️ D ვიტამინი არის ელემენტი რომელიც ეხმარება ორგანიზმს შეითვისოს და კონტროლირება გაუწიოს Ca (კალციუმი) სისხლში. ამიტომ როდესაც ადამიანს აქვს დიდი რაოდენობით ცირკულაციური D ვიტამინი, ამან შესაძლებელია განაპირობოს სისხლში კალციუმის საშიში დონის მიღება რასაც ჰიპერკალცემია ეწოდება.

წაკითხვა 384 ჯერ

სიახლეები